ჩიტები სასიკვდილოდ პერუში მიფრინავენ

რეიტინგი

4 / 5

ნახვა

6404

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

წიგნები ბათუმში

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

რომენ გარი (1914-1980) ცნობილი ფრანგი მწერალია, რომელსაც ორჯერ გადაეცა გონკურის პრემია. წიგნში შესულია მისი თექვსმეტი მოთხრობა. ერთი მხრივ, ამ მოთხრობებს არაფერი აერთიანებს, დამოუკიდებელი ამბებია − ზოგი სევდიანია, ზოგი სასაცილო, ზოგიც მისტიკური. როგორც ავტორი აღნიშნავს, წერდა იმიტომ, რომ ამბის მოყოლით მოგვრილი სიამოვნება განეცადა. თუმცა, მოგვიანებით, როცა კრებული გადაიკითხა, შეამჩნია, რომ ყველა მოთხრობაში ძირითადად ერთი საერთო პრობლემაა წამოჭრილი, მაგრამ გადმოცემულია სხვადასხვა ხერხითა და ამბით. ეს პრობლემა კი არის ადამიანი, მისი ხასიათის თავისებურებანი. იუმორნარევი ტონით მწერალი მოგვითხრობს იმაზე, როგორები ვართ, ჩვენ, ადამიანები, ან როგორები უნდა ვიყოთ. „მეეჭვება, რომ ირონიული ან ხალისიანი მონათხრობი ვინმეს შეცდომაში შეიყვანს. ჯერ ისევ მაბნევს და მაშინებს ის ფენომენი, რომელსაც ადამიანი ეწოდება. ისევ ვყოყმანობ, შესაძლებელია თუ არა რაიმე სახის ბიოლოგიური რევოლუცია ან, საერთოდ, რევოლუცია“, − ამბობს ავტორი.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-474-02-6
გამომცემლობაწიგნები ბათუმში
გვერდები228
მთარგმნელიეკატერინე სუმბათაშვილი
გამოცემის წელი2017