მოწითალო და მოშავო
რეიტინგი
4.6 / 5
ნახვა
5912
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ალექსანდრე ლორთქიფანიძე
გამომცემლობა
წიგნები ბათუმში
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ალექსანდრე ლორთქიფანიძის კრებული “მოწითალო და მოშავო” საინტერესო ლიტერატურული ექსპერიმენტია. წიგნი სამ თემატურ ნაწილადაა გაყოფილი: “მოწითალო” პოემაა, პროზაული ჩანართებით და აღწერს პოეტის ამაღელვებელ, საინტერესო შთაბეჭდილებებით სავსე მოგზაურობას იტალიაში. პოემაში ერთმანეთს ერწყმის წარსული იტალია, რომის მემკვიდრეობით, რომელზეც თანამედროვე ევროპული ცივილიზაცია დაშენდა და ულტრათანამედროვე, ბრენდებითა და ტურისტებით სავსე ქალაქები. ორივე იტალიის ქუჩებში, იტალიის დიდებულ გმირებთან ერთად, გამუდმებით ვხვდებით განსხვავებული ეპოქებიდან და სივრცეებიდან მოსულ ადამიანებს, მათ შორის ეგნატე ნინოშვილს, რომელიც ერთი შეხედვით თითქოს არაფერ შუაშია, მაგრამ სინამდვილეში ამ ნაწარმოებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. "და" მხოლოდ ერთი ლექსია და ერთგვარი ამოვარდნაა მთლიანი კრებულიდან, განსხვავებული ლირიული ხასიათით ის თითქოს ცალკე დგას და ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს მკითხველს და თან, ამავე დროს აკავშირებს ორ ნაწილს ერთმანეთთან. “მოშავო” ლექსების კრებულია, რომლებიც ქართული რეალობის და ავტორის პირადი განცდების ასახვას წარმოადგენს. ყოველ ლექსს აქვს ერთი საერთო ნიშანი - უდიდესი გულწრფელობა, რომლითაც ალექსანდრე ლორთქიფანიძე ჰყვება ხან საკუთარ, ხან სახელოვან ადამიანთა და ხან უბრალო მოკვდავთა სულისშემძვრელ ამბებს.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები