კონექტიკუტელი იანკი ართურ მეფის კარზე

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

7150

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

მარკ ტვენის ფსევდონიმით საყოველთაოდ ცნობილი მწერალი სამუელ კლემენსი დაიბადა მისურის შტატის პატარა სოფელ ფლორიდაში 1835 წლის 30 ნოემბერს, ბავშვობაში მშობლები საცხოვრებლად მდინარე მისისიპის ნაპირას დაბა ჰანიბალში გადავიდნენ, სადაც ბევრი ზანგი ცხოვრობდა, ისინი სამხრეთის ბამბის პლანტაციებსი მუშაობდნენ, მარკ ტვენი თავის "ავტობიოგრაფია"-ში იგონებს ზანგებთან დაკავშირებულ ტრაგიკულ და სამარცხვინო ამბებს. ქართველი მკითხველი მარკ ტვენს იცნობს მისი სათავგადასავლო მოთხრობებით: "ტომ სოიერის თავგადასავალი", "ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი", "უფლისწული და მათხოვარი". წარმოდგენილი სათავგადასავლო რომანი "კონექტიკუტელი იანკი ართურ მეფის კარზე" პირველი თარგმანია ქართულ ენაზე. ჰარტფორდის რიგითი მცხოვრები, კონექტიკუტის შტატის ერთ-ერთი ქარხნის ოსტატი, ადამიანი შეარაღებული მე-19 საუკუნის ცივილიზაციის ყოველგვარი ატრიბუტებით, ნამდვილი იანკი, მეფე ართურის მითიურ შუასაუკუნეობრივ სახელმწიფოში ხვდება. იქ იგი მრავალ სისაძაგლეს აღმოაჩენს და ცდილობს მოსპოს ფეოდალური წესწყობილება, შეიტანოს ცივილიზაცია. ასეთი ამ ფანტასტიკური რომანის სიუჟეტური ქარგა.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობაეთერ მოისწრაფიშვილის წიგნები
თარგმანიინგლისურიდან
მთარგმნელიეთერ მოისწრაფიშვილი
გამოცემის წელი2013