მოგონებები ილია ჭავჭავაძეზე

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

6802

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ილიას სიკვდილის ერთი წლის შემდეგ, ოლგა თადეოზის ასულმა ილიას ერთ-ერთ მეგობართან საუბარში მოიგონა ილიას სიცოცხლის უკანასკნელი წუთები და მისი საშინელი წინათგრძნობა. 30 აგვისტო. შუადღისას მიველით წიწამურთან. აქ გზის პირათ იყო გრილი წყარო, რომელიც ილიას ძალიან უყვარდა. ისე არ გავივლიდით, რომ აქ არ ჩამოვსულიყავით და არ შეგვესვენა. ამ საბედისწერო დღესაც ჩამოვხტით. ჩვენ წყალი დავლიეთ. ილია გადიოდ-გამოდიოდა მწვანე მოლზე. მე ისევ ეტლზე ამოველ. მეეტლემ ცხენებს წყალი დაალევინა, შეაბა კიდევაც, ხოლო ილია კი აღელვებული, გაფითრებული ისევ ბოლთასა სცემდა. ყველა ვგრძნობდით, რომ რაღაც დაუტეველ ბოღმას თუ გრძნობას შეეჭიდა ილია და ვერავინ ვუბედავდით მისი დუმილი დაგვერღვია. ორმოც წუთზე მეტი ილია გარინდებული გადიოდ-გამოდიოდა სახე დატაჯული. კარგა ხნის მერე ამოვიდა და ბიჭს უბრძანა: - გარეკეო. ოთხი წუთის შემდეგ იგრიალა ბერდანის ტყვიამ. ილიამ სტაცა ხელი რევოლვერს და მისი უკანასკნელი სიტყვები იყო „რას სჩადიხართო“ - მეტი აღარა მახსოვს რა.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობაგამომცემლობა ვანგოგენი
გამოცემის წელი2018