იოანე პავლე II

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

4915

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

ანოტაცია

ეს წიგნი მოგითხრობთ ადამიანზე, რომელიც არა მარტო მოწმე იყო ისტორიისა, არამედ მისი უშუალო მონაწილეც. ეს მისი ცხოვრებაა, ამბავი ობოლი ჭაბუკისა, რომელიც ჩუმად იპარებოდა ნაცისტების ქიმიური ქარხნის საქვაბეში; ეს არის თავგადასავალი ახალგაზრდა ენერგიული მღვდლისა და მასწავლებლისა, რომელსაც მთებში სალაშქროდ მიჰყავდა ახალგაზრდების ჯგუფი და მათთან სქესთა ურთიერთობის პრობლემებს განიხილავდა; ეს იმ მგზნებარე ფილოსოფოსის ამბავია, რომელიც ანთებული იყო პოლონელი და ამერიკელი სწავლულების ნააზრევით; ეს არის ცხოვრება ადამიანისა, რომელსაც შეეძლო წამიერად აფეთქებულიყო, ეყვირა და მაგიდაზე მუშტიც კი დაერტყა, თუ რომელიმე ეპისკოპოსი კვლავ წამოჭრიდა დაუქორწინებლობის აღთქმის გადახედვის საკითხს. დასასრულ, ეს არის ამბავი ადამიანისა, რომელმაც, ხანდაზმულმა და უკვე დაუძლურებულმა, უსაზღვრო მოთმინება და ამტანობა გამოავლინა და ამით იქცა ქრისტიანული ტანჯვის დათმენის მაგალითად.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-444-00-5
გამომცემლობაქართული ბიოგრაფიული ცენტრი
გვერდები320
გამოცემის წელი2013