წყვდიადის გული და ორი მოთხრობა

რეიტინგი

4.6 / 5

ნახვა

5705

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

არტანუჯი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ჯოზეფ კონრადი – პოლონური წარმოშობის ინგლისელი მწერალი, დასავლური მწერლობის რჩეული სახელი, მოდერნიზმის სათავეებთან მდგომი და შემაერთებელი ხიდი რომანტიკულ და მოდერნისტულ ეპოქებს შორის. მის დიდ ზეგავლენას ახალი დროის პროზაზე – და საერთოდაც ზოგად მხატვრულ ტენდენციებზე – აღიარებდნენ უილიამ ფოლკნერი, ტომას სტერნზ ელიოტი, ერნესტ ჰემინგუეი... „წყვდიადის გული“ 1899 წელს დაიწერა და მიჩნეულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ინგლისურენოვან რომანად. ჩარლზ მარლო, წიგნის მთავარი პერსონაჟი, ლონდონის მწუხრიდან ჯერ პირქუშ ბრიუსელში, შემდგომ კი დაუნდობელსა და სასტიკ მდინარე კონგოზე აღმოჩნდება და მიილტვის მის სიღრმეში, სავაჭრო კომპანიის შიდა სადგურისაკენ. კონრადის მკვლევარებისა და აღიარებული ლიტერატურისმცოდნეების აზრით, ესაა სწრაფვა ცივილიზაციიდან ამაოებისაკენ, სიცარიელისა და ბოროტებისაკენ, წყვდიადისაკენ, ძარცვისა და სამყაროს საწყისებისაკენ; კონგოზე მარლო თავის ტრაგიკულ ანტიპოდს, მისტერ კურცს ხვდება – იდეალისტს, რომელსაც აფრიკაში ცივილიზაციის შეტანის დაუოკებელი წყურვილი თანდათან ველურ და სახიფათო არსებად აქცევს. ამ წიგნში შესული სამივე ნაწარმოები კარგად წარმოაჩენს ჯოზეფ კონრადის მხატვრული აზროვნების მასშტაბურობასა და თავისებურებას, ასევე ადასტურებს მის სტილურ არტისტიზმსა და შთამბეჭდაობას.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN9789941478642
გამომცემლობაარტანუჯი
გვერდები358
თარგმანიინგლისურიდან
მთარგმნელიპაატა და როსტომ ჩხეიძეები
გამოცემის წელი2018