მე და შენ

რეიტინგი

4.5 / 5

ნახვა

13657

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

იტალიელი მწერლის, ნიკოლო ამანიტის ნაწარმოები „მე და შენ“ მოზარდის მიერ მოთხრობილი ამბავია მარტოსულობაზე, გარე სამყაროს მიმართ შიშსა და უნდობლობაზე, ბულინგსა და ნარკომანიაზე. ლორენცო კუნი საკუთარ თავში ჩაკეტილი 14 წლის ბიჭია, მეგობრები არ ჰყავს და კლასელებიც ხშირად იგდებენ აბუჩად. იგი ხვდება, რომ ერთადერთი გამოსავალი აქვს: სხვებს უნდა დაემსგავსოს და ისე მოიქცეს, „როგორც ბუზი, რომელიც საშიშ კრაზანას ჰბაძავს“. თუმცა მან ისიც იცის, რომ მიბაძვა მხოლოდ ნიღაბია, ერთგვარი თამაში, რომელიც მოზარდების სასტიკ და აგრესიულ სამყაროში გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა. ლორენცო თავს ბედნიერად მხოლოდ მაშინ გრძნობს, როცა მარტოა. მოულოდნელად ამ მყუდრო სიმარტოვეში მისთვის უცხო ადამიანი, 23 წლის ნახევარდა შემოიჭრება, რომელთან ერთად გატარებული რამდენიმე დღე მას სამყაროს სხვაგვარად დაანახვებს. იტალიელი მწერალი, ნიკოლო ამანიტი შვიდი რომანისა და მოთხრობების რამდენიმე კრებულის ავტორი და ფილმების სცენარისტი და რეჟისორია. იგი დაჯილდოებულია ვიარეჯოს პრემიით (2001 წ) და იტალიის ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიით „სტრეგა“ (2007 წ). მისი რომანები და მოთხრობები 44 ქვეყანაშია გამოცემული. მისი ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულია ხუთი კინოფილმი, მათ შორის, ბერნარდო ბერტოლუჩის უკანასკნელი ნამუშევარი – „მე და შენ“ (2012 წ).

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN9789941305054
გამომცემლობასულაკაურის გამომცემლობა
გვერდები126
თარგმანიიტალიურიდან
მთარგმნელითეა ნიკობაძე
გამოცემის წელი2019