ლექსები პროზად

რეიტინგი

4.4 / 5

ნახვა

3694

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

არტანუჯი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

გენიალური „ბოროტების ყვავილების“ შემდეგ ბოდლერს სურვილი უჩნდება კალამი პროზაში მოსინჯოს არა იმ მიზეზით, რომ ეს ჟანრი უფრო გაუადვილებს სათქმელის გამოხატვას. მას ეს ფორმა უფრო შთამბეჭდავ ინსტრუმენტად ესახება, რომელსაც ზემოქმედების დიდი ძალა ექნება. ამ მარგალიტების ასხმულას, რომელსაც ბოდლერმა „პარიზის სევდა“ უწოდა, გამომცემლები სკეპტიკურად შეხვდნენ და თავიდან უარიც უთხრეს წიგნად დაბეჭდვაზე, იმ დროს, როდესაც მალარმემ და შემდგომ პრუსტმაც შთაგონების წყაროდ, აზრის გამოხატვის თავისებურ ფორმად აღიარეს, და მათთვის მიბაძვის საგნადაც იქცა. „ჩემო ძვირფასო, გიგზავნი მცირე ნაშრომს, რომელსაც, უსამართლობა იქნებოდა არ გვეთქვა, რომ არც თავი აქვს და არც ბოლო, – წერდა შარლ ბოდლერი კრიტიკოსსა და ლიტერატორის ისტორიკოსს არსენ უსეის, – თუმცა ეს თქვენთვის, ჩემთვის და მკითხველისთვისაც მოსახერხებელია. სადაც მოვისურვებთ იქ შევწყვეტთ მე ჩემს წარმოსახვას, თქვენ შეკვეცავთ დედანს, მკითხველი შეწყვეტს კითხვას. მოაცილეთ ამ კრებულს ხერხემალი; ორადგაყოფილი ამ დაუდგომელი ფანტაზიის ნაწილები უმალ შეუერთდებიან ერთმანეთს. თუგინდ დაჩეხეთ ის მრავალ ნამსხვრევებად, და დაინახავთ, რომ თითოეულ ნაწილს ცალკე არსებობა შესწევს...“

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-487-38-5
გამომცემლობაარტანუჯი
გვერდები150
თარგმანიფრანგულიდან
მთარგმნელიმარინე ჭილაშვილი
გამოცემის წელი2019