ტრიუმფალური თაღი

რეიტინგი

4.7 / 5

ნახვა

4632

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

პალიტრა L

წიგნის ფორმატი

ხმოვანი

ანოტაცია

წიგნი გერმანულიდან თარგმნა აკაკი გელოვანმა. ქვეყნად ადგილი ყველაფერს მოენახება, ადამიანის ადგილი კი არსად არის! – ეს ტკივილი დაჰყვება ერიხ მარია რემარკის რომანის „ტრიუმფალური თაღის“ გმირს – გერმანელ ექიმს, საფრანგეთში რომ გამოჰქცევია ფაშისტ თანამემამულეებს. ახალ ბაბილონად ქცეულა ემიგრანტებისთვის პარიზი. რომანის გმირები დაღუპული გემის გადარჩენილ მეზღვაურებს ჰგვანან, რომლებიც დანისლული ზღვის ზედაპირზე დაცურავენ. ამ ნისლიდანაც მოჩანს ტრიუმფალური თაღი, რომლისკენაც სწრაფვა, ამავდროულად, გადარჩენისთვის ბრძოლას მოგვაგონებს. ფაშიზმისგან გაგიჟებული ევროპა თითქოს ტრიუმფალური თაღის ქვეშ მომწყვდეულა. ეს რომანი კიდევ ერთხელ გვაფიქრებს დიდ სიყვარულსა და არანაკლებ დიდ სიძულვილზე, რომლის წინააღმდეგ ბრძოლას მრავალი მარცხისა და გულისტკენის შემდეგაც არ უშინდება ნაწარმოების მთავარი გმირი. ...და რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, „ტრიუმფალური თაღის“ დასასრულს ომი მხოლოდ იწყება.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN1
გამომცემლობაპალიტრა L
გვერდები937
თარგმანიაკაკი გელოვანი
მთარგმნელიბაჩო კვირტია
გამოცემის წელი2017