მორალი და დოგმა - მასონობა, ადამიანი, რელიგია

რეიტინგი

4.8 / 5

ნახვა

3084

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

Solomon Asureli TM

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

რას უნდა ველოდოთ ამ წიგნისგან? ძალაუფლებისთვის ბრძოლა - კაცობრიობის ისტორიის ერთ -ერთი მნიშვნელოვანი თანმდევი პროცესია. ძალაუფლება გულისხმობს ერთი ჯგუფის მეორე ჯგუფზე გაბატონებას, მართვას, სხვადასხვა „ინსტრუმენტის“ მეშვეობით. ქრისტეშობის შემდეგ ახალი სოციალურ - პოლიტიკური, რელიგიურ -კულტურული პერიპეტიები გვევლინება, ძლიერდება რელიგიის მონოპოლია სახელმწიფოზე, ინერგება თეოკრატიული მმართველობა, რომელიც განსაკუთრებით ძლიერია შუასაუკუნეებში. მაგ. : კათოლიკური ეკლესიის აბსოლუტურ ბატონობას საფრთხე რომ არ შექმნოდა - ყალიბდება წმინდა საყდრის ინკვიზია, რომელიც აქტიურად ებრძვის იმ პერიოდის თავისუფლად მოაზროვნეებს, განათლებულ და შეუპოვარი მამაკაცებს, ყველანაირი ხერხით სცდილობს მათ მოცილებას საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და სასულიერო ასპარეზიდან. ქალებს საერთოდ არ აღიქვამდნენ სრულყოფილ ადამიანად, მასობრივად ხდებოდა ქალის ექსპლუატაცია, „ჯადოქრობის“ ბრალდებით გასამართლება, ა.შ. ზუსტად ერთი საუკუნის შემდგომ, რაც კათოლიკურმა ეკლესიამ ჩამოაყალიბა ინკვიზიცია, ვითომ და რწმენის „სისუფთავის“ დასაცავად, მტრის ხატად ჯერ ტამპლიერები გამოცხადნენ, ხოლო მოგვიანებით - მასონები. 360 წელი დასჭირდა კათოლიკურ ეკლესიას საკუთარი შეცდომების „ანალიზისათვის“ და აღიარებისათვის - აღმოჩნდა, რომ, თურმე, გალილეო არ იყო ერეტიკოსი და დედამიწა მართლაც მრგვალია და ბრუნავს მზის გარშემო! ნუთუ, ამდენივე დრო დასჭირდება იმისათვის, რომ აღიაროს, თუ რატომ გამოსცა პაპმა ლეო XIII მე-19-ე საუკუნის ბოლოს სამარცხვინო ანტი მასონური და ანტიდემოკრატიული ბულა? ამ გამოცემაში შევეცადე მოკლედ მიმომეხილა ის უსაფუძვლო ბრალდებები, რომელიც ისმის მასონების წინააღმდეგ, განსაკუთრებით რელიგიურ კონტექსტში და ასევე, წარმომედგინა პირადად ჩემი შეხედულებები, ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ადამიანის, მასონობის, რელიგიის და სახელმწიფოს ურთიერთკავშირი, თანხვედრა, თანაარსებობა და განსხვავებები. ეს მხოლოდ ჩემი, ერთ-ერთი ძმა - მასონის, მკვლევარის პირადი შეხედულებებია.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობაSolomon Asureli TM
გამოცემის წელი2017