მიწისძვრის შემდეგ

რეიტინგი

4.4 / 5

ნახვა

9573

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

1995 წლის მიწისძვრის შემდეგ იაპონია არსებობის სიმყიფის მოწმე გახდა. ამ კატასტროფის შემდეგ ხასიათის ცლილებები, რასაც მწერალი თავის თანამემამულეებში ხედავს, საოცრად ღრმა და იდუმალია. ვინ არიან ისინი? ცოლისგან მოულოდნელად მიტოვებული გამყიდველი, რომელიც საიდუმლო ამანათის გადაცემაზე თანხმდება; ახალგაზრდა, ბავშვობიდან თავი ღვთისშვილად რომ მიაჩნია; ბანკის აგენტი, რომელსაც ერთ დღეს მოლაპარაკე ბაყაყი ეწვევა სახლში და მისსავე ცხოვრებასა და ტოკიოს გადარჩენაზე ესაუბრება; მოზარდი გოგონა, რომელიც საშუალო ასაკის მამაკაცის ჰობს - სანაპიროზე კოცონის დანთებას - იზიარებს; ექიმი ქალი, რომელიც მშვიდად ხვდება თავის სიკვდილს; სამი მეგობარი, რომელიც ახალ იაპონურ დრამას გვთავაზობს. ყველა მიწისძვრაზე საუბრობს: "ზედიზედ ხუთი დღე ტელევიზორს არ მოშორებია. მდუმარედ შესცქეროდა საავადმყოფოებისა და ბანკების ნანგრევებს, გადამწვარ სავაჭრო კვარტლებს.." იაპონელებისთვის არ არსებობს წარსული, ისინი მხოლოდ დღევანდელობით ცხოვრობენ. ეს შთამბეჭდავი, მაღალმხატვრული, სიბრძნით გაჯერებული მოთხრობები, რასაკვირველია, მურაკამის წარმოსახვითი სამყაროს საუკეთესო დასტურია და გამოხატავს საბედისწერო კატასტროფების (მიწისძვრა კობეში და გაზი ტოკიოს მეტროში) შემდეგ ადამიანთა სასოწარკვეთას, იმედებსა და მისწრაფებას ცვლილებებისადმი.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN9789941431708
გამომცემლობაელფის გამომცემლობა
გვერდები168
მთარგმნელიირაკლი ბერიაშვილი
გამოცემის წელი2015