ბოლოშემართული შაშვი გრძნობას ვერ აგნებს

რეიტინგი

4.6 / 5

ნახვა

1906

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

ინტელექტი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

„ბოლოშემართული შაშვი გრძნობას ვერ აგნებს“ ბესიკ ხარანაულის ახალი მეტაპოეტური წიგნია, რომელიც პანდემიის განსაცდელში მყოფი ადამიანის ბედს ირეკლავს. როგორც ხარანაულის სხვა ეპიკურ მეტატექსტებს, ამ ნაწარმოებსაც უცნაური ფაბულა კრავს – ოთხმოცი ათასი წლის (მოხუცი) ვირუსის ხეტიალი ნიღბით პირაკრულ დედამიწაზე, სადაც „ადამიანი ადამიანისთვის გახდა ვარდი მომწამვლელი“. სწორედ ეს ხეტიალია იმ შეგრძნებათა და შთაბეჭდილებათა შემგროვებელი აქტი, რომლებსაც შობს ვირუსშეყრილი კაცობრიობა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს წიგნი ვირუსის ერთგვარი ანატომიაა, ავტორი კი ალქიმიკოსი, რომელიც მეტაფიზიკურ ლაბორატორიაში, მიკროსკოპული სიზუსტით ჭვრეტს და ჩხრეკს ადამიანურ სულს – ყოველგვარი ვირუსის მიზეზსაც და დამმარცხებელსაც. ალუზიათა და სენტენციათა მოზაიკა, არქაული ექოებით გამსჭვალული ულტრაბგერები, თხრობის ვირტუოზული სისადავე და დაუძაბავი სევდა ამ წიგნს წარუშლელ იდუმალებას სძენს. ეს იდუმალება კი ახალი ადამიანური გამოცდილებაა, რომელმაც თავდაპირველად პოეტის გულზე გაიარა.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-31-284-7
გამომცემლობაინტელექტი
გვერდები116
გამოცემის წელი2020