პერიოდული სისტემა

რეიტინგი

4.7 / 5

ნახვა

4910

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

დიოგენე

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ებრაული წარმოშობის იტალიელი პოეტი, მწერალი და ესეისტი პრიმო ლევი განათლებით ქიმიკოსი იყო. ტურინის უნივერსიტეტში სწავლობდა, მაგრამ არ დაუმთავრებია, რადგან 1938 წელს ფაშისტურმა ხელისუფლებამ ებრაელებს სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლა აუკრძალა. მწერალი მეორე მსოფლიო ომამდე სხვადასხვა ლაბორატორიაში მუშაობდა და ამავდროულად, ანტიფაშისტური ორგანიზაციის და პარტიზანული დაჯგუფების წევრიც იყო. 1943 წელს ის დააპატიმრეს, 1944 წელს კი ოსვენციმში გადაიყვანეს, სადაც თითქმის ერთი წელი გაატარა. 1975 წელს გამოსული კრებული „პერიოდული სისტემა“ 21 მოთხრობისგან შედგება. ავტორი თავისი „ქიმიური“ თვალთახედვით სწავლობს ადამიანებსა თუ საგნებს და თითოეულ მოთხრობას ქიმიური ელემენტის სახელს უსადაგებს. მოთხრობების უმეტესობა ავტობიოგრაფიულია და მოიცავს ლევის ოჯახის, წინაპრების ისტორიას, ახალგაზრდობის წლებს, მეორე მსოფლიო ომსა და ოსვენციმში ყოფნის პერიოდს. „პერიოდული სისტემა“ პრიმო ლევის პირველი წიგნია, რომელიც ქართულად გამოიცა.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-11-588-2
გამომცემლობადიოგენე
გვერდები240
თარგმანიიტალიურიდან
მთარგმნელინათია აბრამიშვილი
გამოცემის წელი2020