ვარსკვლავგოგონა

რეიტინგი

4.8 / 5

ნახვა

1929

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

პალიტრა L

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

"ნათქვამია, ცხოვრება უფრო ადვილი და ლამაზი ხდება, როდესაც სხვა ადამიანებში სიკეთის დანახვა შეგვიძლიაო, მაგრამ თუ ვერ ვხედავთ? თუ არ გვსურს დანახვა? რა გვიშლის ხელს? გულგრილობა, შური? ვარსკვლავგოგონამ 16 წლის ბიჭის ცხოვრება მზის სხივივით გაანათა. მანაც დაინახა, თითქოს გულიც გაუღო, მაგრამ გოგონა ყველასგან ძალიან განსხვავდება, ის არც ერთ მის თანატოლს არ ჰგავს, ჩვეულებრივი არ არის - არ იცის, რა არის შური, სიძულვილი, ყველა და ყველაფერი უყვარს და ბოროტებაზე მხოლოდ სიკეთით პასუხობს. ეს კი ყველას უჩვეულოდ ეჩვენება. ვარსკვლავგოგონას სულ სხვანაირი კაბები აცვია; მოუნდება და, სკოლის ეზოში სიმღერას შემოსძახებს ან კასტანიეტებს აატკაცუნებს, მოუნდება და, იცეკვებს. ის სიკეთეს ყველას უშურველად ჩუქნის და ელის, რომ სამაგიეროდ ღიმილს მაინც მიიღებს და... ბოლოს გაიმარჯვებს - მას აღიარებენ, მაგრამ სად იყო ამ დროს მისი საყვარელი ბიჭი? ის დაიმალა, ვერ გაბედა თანატოლებისგან გამორჩეული გოგონას მხარში დგომა. ნეტავ რა მოხდება შემდეგ?"

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-32-864-0
გამომცემლობაპალიტრა L
გვერდები216
თარგმანიინგლისურიდან
მთარგმნელინათია ჩუბინიძე
გამოცემის წელი2021