ცოდვის შვილები კრებული

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

959

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

ანოტაცია

წინამდებარე კრებულში თავმოყრილი მოთხრობები ნათლად გვიქმნის წარმოდგენას მათი ავტორის, ეკატერინე ავაზაშვილის შესახებ, როგორც ერთ-ერთი საინტერესო შემოქმედისა დღევანდელ ქართულ სამწერლობო სივრცეში. თხრობის ხაზგასასმელი სისადავითა და პერსონაჟთა რაფინირებული სახეების გამოძერწვის ხელოვნებით მნიშვნელოვანია ეკას ტექსტები და მკითხველთა მეხსიერებაში ძალდაუტანებლად რჩება ესა თუ ის აღწერილი სიტუაცია ანდა თავგადასავალი ამა თუ იმ მოქმედი გმირისა. ზოგჯერ თითქოსდა სრულიად უმნიშვნელო შტრიხის მოწოდებით იხსნება ხასიათები და ჩვენც ლაღად ვმოგზაურობთ რაღაც ამოუხსნელი აზარტითაც კი გმირების სულიერი სამყაროს უკიდეგანო სივრცეებში. ეკას პროზაული ქმნილებათა თემატიკა მრავალფეროვანია. მწერალს არა აქვს ამოჩემებული ერთი რომელიმე კონკრეტული პრობლემა, რომელსაც გამორჩეულად წარმოაჩენდა ყურადღებამისაპყრობი ნიუანსებითა და დეტალებითურთ. ავტორი წერს ბევრ ისეთ აქტუალურ საკითხზე ამ ,,უსწორმასწორო წუთისოფელში'' გვერდს რომ ვერ ავუვლით ვერაფრის დიდებით. მისი პერსონაჟები ძირითადად რეალური ადამიანები არიან. მათ ჰყავთ პროტოტიპები. ეკატერინე არ ერიდება თავისი გმირების მანკიერი თვისებების მხილებას. ამით მას სურს საზოგადოება გამოაფხიზლოს და დაანახოს ის უარყოფითი თვისებები, რომლებიც, სამწუხაროდ, დღევანდელ რეალობაში არსებობს. ავტორი გმობს ღალატს, მრუშობას, ამპარტავნებას და გვახსენებს წმინდა ნიკოლოზ სერბის სიტყვებხს, რომ ,,ცოდვები არის მიზეზი მწუხარებისა და მკვლელი სიხარულისა." ეკატერინეს ნაწერების იდეა სულიერებაზე გადის. ავტორისთვის წარმოუდგენელია ღვთის სასოების გარეშე ცხოვრება. მისი ნაწარმოების პერსონაჟები ერთმანეთს ცოდვებს უნდობენ, უფლის წინაშე აღსარებას ამბობენ, ერთმანეთს პატიობენ... მელოდიური დინამიურობითაა თითქოს დამუხტული მთელი ტექსტები, თუმც მინორული რიტმიც თხრობისა გასათვალისწინებელია და ეს შეგრძნებები, მონაცვლეობითი ფორმების სახეზე არსებობა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ეფექტურობას აძლიერებს და განწყობას გვიმაღლებს. ნატალია იმერლიშვილი, ფილოლოგი

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობაეკატერინე ავაზაშვილის წიგნები
გამოცემის წელი2022