100 (ასეული)

რეიტინგი

4.8 / 5

ნახვა

1350

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

პალიტრა L

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

წიგნი ინგლისურიდან თარგმნა ნათია ჩუბინიძემ. საუკუნეები გავიდა, რაც დედამიწაზე ფეხი აღარავის დაუდგამს... გამანადგურებელი ატომური ომის შემდეგ კაცობრიობა კოსმოსურ ხომალდზე ცხოვრობს, დედამიწის რადიოაქტიური სივრცისგან შორს. ერთ დღესაც ხელისუფლება ას დამნაშავე მოზარდს დედამიწაზე გზავნის სახიფათო მისიით ‒ მათ პლანეტის ხელახალი კოლონიზაცია ევალებათ. დავალება დამნაშავეთათვის ან სიცოცხლის უფლების მოპოვების შანსია, ან ‒ დამღუპველი განაჩენი... კლარკი ღალატის ბრალდებით დააპატიმრეს. მას არავისთვის უღალატია, მაგრამ რაც ჩაიდინა, ძალიან ტანჯავს. საყვარელი გოგონას გამო დედამიწაზე უელსიც მიემგზავრება, თუმცა არ იცის, აპატიებს თუ არა კლარკი დანაშაულს. ბელამი დის დასაცავად ბრძოლით აღწევს სადესანტო ხომალდზე, გლასი კი იქიდან გამოპარვას და შინ დარჩენას ახერხებს, თუმცა ხვდება, რომ ეს დედამიწაზე გამგზავრებაზე სახიფათოა. გაუდაბურებულ ხმელეთზე ასეულს თავის გადასარჩენად ბრძოლა უწევს. მოზარდებისგან გმირობას არავინ ელის, თუმცა ეს რაზმი კაცობრიობის ერთადერთი იმედია... კეს მორგანის „ასეულის“ ფანტასტიკურმა სიუჟეტურმა განვითარებამ სრულიად მსოფლიო დაიპყრო. წიგნის მიხედვით იგივე სახელწოდებით აშშ-ში სერიალიც კი გადაიღეს, რომელმაც მაყურებელთა იმდენად მაღალი მოწონება დაიმსახურა, რომ რამდენიმე სატელევიზიო სეზონის დამატებაც კი გახდა საჭირო.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN9789941243875
გამომცემლობაპალიტრა L
გვერდები328
თარგმანიინგლისურიდან
მთარგმნელინათია ჩუბინიძე
გამოცემის წელი2016