სიმამაცის წითელი ემბლემა

რეიტინგი

4 / 5

ნახვა

1390

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

წიგნები ბათუმში

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

სტივენ კრეინი (1871-1900) დიდი ამერიკელი მწერალია. მიუხედავად იმისა, რომ სულ ოცდაცხრა წელი იცოცხლა, უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებები დატოვა რეალიზმის, ნატურალიზმისა და იმპრესიონიზმის ჟანრში და დიდი გავლენა მოახდინა მომდევნო თაობების მწერლებზე. სტივენ კრეინი ლიტერატურათმცოდნეთა მიერ ერთერთ ყველაზე ინოვაციურ და გავლენიან ამერიკელ ავტორად არის აღიარებული. კრეინს საერთაშორისო აღიარება მცირე რომანმა, „სიმამაცის წითელმა ემბლემამ“ მოუტანა და სამუდამოდ დაუმკვიდრა ადგილი მსოფლიოს უდიდეს კლასიკოს მწერალთა შორის. რომანის მოქმედება ამერიკის სამოქალაქო ომის დროს ხდება, მთავარ გმირად კი ახალგაზრდა რიგითი, ჰენრი გვევლინება, რომელიც ჯარში მოხალისედ ჩაეწერა იმ იმედით, რომ ანტიკურ ნაწარმოებებში აღწერილთა მსგავს, გმირულ ბრძოლის ველზე აღმოჩნდებოდა და თავადაც გმირად იქცეოდა, თუმცა რეალობასთან პირისპირ მდგომმა აღმოაჩინა, რომ ომს თავისი სიმართლე და კანონები აქვს, რომლებიც სრულიად განსხვავდება წიგნებში ამოკითხულთაგან. ომში მონაწილეობა ის გამოცდილებაა, რომელსაც ჯარისკაცი ვერასდროს ივიწყებს და მის პიროვნულ მახასიათებლებზეა დამოკიდებული, ეს გამოცდილება სამუდამო დაღად და სულიერ ჭრილობად იქცევა თუ სიმამაცის წითელ ემბლემად, რომელიც მის მკერდს ამაყად დაამშვენებს.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-472-49-7
გამომცემლობაწიგნები ბათუმში
გვერდები158
მთარგმნელინათია ჩუბინიძე
გამოცემის წელი2022