ვილა "ჩალისფერი ცხენი"

რეიტინგი

4.3 / 5

ნახვა

2378

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

პალიტრა L

წიგნის ფორმატი

ხმოვანი

ანოტაცია

ახალგაზრდა ისტორიკოსი, მოგოლთა მმართველობის პერიოდის არქიტექტურის მკვლევარი მარკ ისთერბრუკი უცნაური მოვლენების მოწმე ხდება - ყველასთვის პატივსაცემი მღვდლის მკვლელობა და ერთიმეორის მიყოლებით ავადმყოფობით სიკვდილის რამდენიმე შემთხვევა, თანაც ერთი და იმავე სიმპტომით. მაგრამ ეს უცნაურად არავის ეჩვენება - ადამიანი გაცივდა, გრიპი ფილტვების ანთებით გაურთულდა, მერე რა, რა არის ამაში ახალი და საეჭვო?! ამავე აზრს იზიარებს პოლიციის ინსპექტორი ლეჟენიც, მაგრამ რაზე მიანიშნებს მოკლული მამა გორმანის ფეხსაცმელში ნაპოვნი ქაღალდის ნაგლეჯი, ზედ გვარების ჩამონათვალით?! იქ ჩამოთვლილი ყველა ადამიანი ხომ ერთიმეორის მიყოლებით გარდაიცვალა?! რატომ მიდის კვალი ყოველ ჯერზე ვილა „ჩალისფერ ცხენში“? ეს მისტიკაა თუ ვერაგი თაღლითობა? ამის გარკვევა მოუწევთ მარკ ისთერბრუკსა და მის მეგობარ ქალს, ჯინჯერ კორიგანს. დეტექტივების დედოფალ აგათა კრისტის ეს რომანიც უთუოდ დააინტერესებს ჩვენს მკითხველს.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN1
გამომცემლობაპალიტრა L
გვერდები377
თარგმანიპაატა ჩხეიძე
მთარგმნელიგაგა შიშინაშვილი
გამოცემის წელი2021