დეტექტივი

რეიტინგი

4.5 / 5

ნახვა

2849

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

კალმოსანი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

"თორნიკე სიბაშვილის პოეტური კრებული „დეტექტივი“ კონცეპტუალურად შეკრული და ტექნიკურად მრავალფეროვანია. მიზეზი, რატომაც ღირს ამ კრებულის გადაშლა, რამდენიმეა, მე კი მხოლოდ ერთს შევეხები: თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთი გამოწვევაა წარმოადგინოს საზოგადოებრივი ტოტალობა ფორმალური ლინგვისტური ექსპერიმენტის სახით, რომელიც თავის მხრივ, წაიკითხება, როგორც მცდელობა უპასუხოს ფენომენების ფრაგმენტაციას, საზოგადოებრივ უძრაობას, დროში გაწერილ ადამიანურ გეგმებსა და ნაციონალურ ან ინტერნაციონალურ პრობლემებს. ამის კვალდაკვალ კი ხელიდან სხლტება მთავარი - პიროვნება, ინდივიდი, რომელიც დარჩენილია ამ სოციალური ტოტალობის ველში სრულიად მარტო და არავის არ აქვს პროექტი, რომ ის გადაარჩინოს. იქნებ იმიტომ, რომ ეს არც ისე, როგორც იტყვიან, ტრენდულია. თორნიკე სიბაშვილის პოეზია დგას ამ ტრენდულობის საპირისპირო მხარეს - ის სიზმრების გავლით იკვლევს ადამიანში მიმდინარე სულიერ ძვრებს, ფსიქოლოგიურ უწონასწორობებსა და პიროვნული რღვევის ზიგზაგებს. ვინ არის პოეტი? არავინ. სწორედ ის ოდისევსური „არავინ“, რომელიც დროის ციკლოპს უნდა დაუსხლტეს და ცხვრის ფარას ამოფარებული უნდა გავიდეს სამშვიდობოს. მაგრამ ოდისევსისგან განსხვავებით, პოეტმა შეიძლება ვერასოდეს შეძლოს ეს და სწორედ ამ ვერგადარჩენაშია პოეზიის განწირული და ლამაზი მისია. და როგორ ასრულებს ამ მისიას თორნიკე სიბაშვილის ეს კრებული? განწირულად და ლამაზად." - პაატა შამუგია

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობაკალმოსანი
გვერდები62
გამოცემის წელი2021