კალმასობა

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

10803

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

„კალმასობა“ ანუ, როგორც თვით ავტორი უწოდებს, „ხუმარსწავლა“, ორიგინალური ჟანრის ნაწარმოებია. მეცნიერული მსჯელობანი მკითხველისათვის მოსაწყენი და ძნელად ასათვისებელი რომ არ ყოფილიყო, ავტორმა თხრობის თავშესაქცევი მანერა აირჩია. არქაული-მწიგნობრული ენით გამართულ მეცნიერულ ნაწილს მსუბუქი და ხატოვანი, ზომიერად მოხმობილი დიალექტიზმებით გაცხოველებული, დიალოგებით უხვად გაჯერებული თხრობითი ნაწილი ენაცვლება. სიუჟეტურ ღერძს ჰქმნის ორი მთავარი პერსონაჟი — იონა ხელაშვილი და მისი მხლებელი გლეხი ზურაბა ღამბარაშვილი. მათი ფათერაკებით აღსავსე მოგზაურობის ფონზე გაშლილია მეცნიერული მსჯელობანი; წარმოჩენილია საქართველოს იმდროინდელი ვითარება, დაუზოგავად არის მხილებული საზოგადოების მაღალი ფენების ზნეობრივი დაკნინება, სახელმწიფო მოხელეების ანგარება და უმეცრება, სამღვდელოების ფარისევლობა. ღრმა პატრიოტული და ჰუმანისტური ტენდეციით გამსჭვალულ თხზულებაში ქვეყნის დამღუპველ გარემოებად მიჩნეულია საყოველთაო უმეცრება, რაც ნიადაგს უქმნის ყოველგვარი ჯურის ბოროტებას.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობა"საბას" წიგნები
გამოცემის წელი0