ოსმალური მარში
რეიტინგი
2.3 / 5
ნახვა
7360
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
აბო იაშაღაშვილი
გამომცემლობა
დიოგენე
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
”ოსმალური მარში” არის საფათერაკო რომანი მეცხრამეტე საუკუნის ტფილისზე. პერსონაჟების ნაწილი ერთ დროს ნამდვილად არსებული ადამიანებია, წიგნში აღწერილი ზოგიერთი ფაქტი კი მართლაც მოხდა. სპარსეთის შაჰის პირველ ცოლს, ვენაში რომ თვალი იმკურნალა, მუსიკალური ზარდახშებით გატაცებულ კონსულ რეზა ხანს, სათავგადასავლო წიგნებისა და ღამის ტფილისში ხეტიალის მოყვარულ ვიცე-გუბერნატორ ჩაიკოვსკის, ბერლინსა და პარიზში ნასტუდენტარ მეთორმეტე ჩინის კანცლიარისტ გიორგი ვახვახოვს, სხვებისგან უჩუმრად სტივენსონსა და კიპლინგს რომ თარგმნის, ბევრიც არაფერი აკავშირებთ, ვიდრე სტამბოლიდან ტფილისში არ ჩამოდის ცნობილი ტერორისტი მუსტაფა, მეტსახელად ”ბრმა”. მთავარი ამბავიც აქ იწყება...
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები