სტოუნერი

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

70

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

დიოგენე

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ცნობილი ამერიკელი მწერალი ჯონ ედუარდ უილიამსი (1922-1994) ლიტერატურულმა სამყარომ XXI საუკუნის დასაწყისში თითქოს თავიდან აღმოაჩინა, როდესაც ხელახლა გამოიცა მისი ერთ-ერთი გამორჩეული რომანი „სტოუნერი“. ეს უცნაური ბედის ნაწარმოები ამერიკელი მკითხველის უსაყვარლეს წიგნად იქცა, მერე კი თანდათან გაარღვია სივრცე და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ლიტერატურის მოყვარულთა უდიდესი მოწონება დაიმსახურა. ეს არის წიგნი სიყვარულზე, ოცნებებზე, იმედგაცრუებაზე, რწმენაზე, პრინციპების ერთგულებაზე, მეგობრობაზე, პასუხისმგებლობაზე, მთავარი გმირის ბედს, მის გზას, ცოლთან, შვილთან, მეგობრებსა თუ მეტოქეებთან ურთიერთობას კი ლიტერატურის უდიდესი სიყვარული განსაზღვრავს. ფერმერის ოჯახში დაბადებული უილიამ სტოუნერი უარს ამბობს მშობლიურ სახლში დაბრუნებაზე და უნივერსიტეტში რჩება მასწავლებლად. შექსპირის შემოქმედებით შთაგონებული სწორედ ლიტერატურის დახმარებით ახერხებს გაუმკლავდეს სიძნელეებს, გადადგას თამამი ნაბიჯები, იპოვოს საკუთარი თავი და არ შეუშინდეს სიკვდილს, რადგან მხოლოდ ლიტერატურას შეუძლია, ადამიანს მრუმე სამყაროში სინათლე დაანახვოს.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN9789941117886
გამომცემლობადიოგენე
გვერდები300
თარგმანიინგლისურიდან
მთარგმნელინინო თევზაძე
გამოცემის წელი2024