ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
209
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
გურამ დოჩანაშვილი
გამომცემლობა
აუდიო გამომცემლობა "ჰერა"
წიგნის ფორმატი
ხმოვანი
ანოტაცია
აუდიო წიგნი “ვატერ(პო)ლოო” პირველ რიგში წარმოადგენს მოთხრობას მოთხრობის შესახებ: იგი გვიჩვენებს მოთხრობის შეთხზვის პროცესს. ჩვენს წინ ორი მთხრობელია: პირველი მთხრობელი, რომელიც უსახელოა, – ვუწოდოთ მას “ავტორი”, მოგვითხრობს აფრედერიკ მე-ზე, რომელმაც “გაითვალისწინა რა ეროვნულ ლიტერატურაში ფანტასტიკური ჟანრის გამოვლენათა რეალური ნაკლებობა, გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა შეექმნა” რაიმე ფანტასტიკური ნაწარმოები. თუ ტრადიციული რეალისტური პროზის ერთ-ერთი არსებითი ნიშანია მკითხველის დარწმუნება მოთხრობილის აბსოლუტურ სინამდვილეში, იმაში, რომ ამბავი სწორედ ისე მოხდა, როგორც მოგვითხრეს, აქ “ვატერ(პო)ლოო”-ში ავტორი ნიადაგ გვახსენებს და მიგვითითებს, რომ ყველაფერი, რასაც ვკითხულობთ, აფრედერიკის ფანტაზიის ნაყოფია, მისი გამონაგონია; იგი ჩვენს თვალწინ თხზავს ფანტასტიკურ ამბავს.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები