რასიომონის კარიბჭე; უსიერ ტყეში
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
324
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
რიუნოსკე აკუტაგავა
გამომცემლობა
აუდიო გამომცემლობა "ჰერა"
წიგნის ფორმატი
ხმოვანი
ანოტაცია
გამხმოვანებელთა ჯგუფი: ნანა ბიბილაშვილი და გაგა ყაჭიური. მოთხრობები: 1. რასიომონის კარიბჭე; 2. უსიერ ტყეში; აუდიო წიგნში წარმოდგენილია იაპონელი ავტორის, რიუნოსკე აკუტაგავას მცირე მოთხრობა რასიომონის კარიბჭე, რომელიც დაფუძნებულია ჰეიანის პერიოდში შედგენილ იაპონური ზღაპრების ანთოლოგიაზე. მოქმედება XII საუკუნეში მიმდინარეობს, როცა ბუნებრივი კატასტროფებისგან განადგურებულ ქალაქში საშინელი სიღატაკეა გამეფებული. კარიბჭე გაპარტახებულია და ავაზაკთა თავშესაფრად და არასასურველი გვამების გადაყრის ადგილად ქცეულა. მოთხრობა „რასიომონის კარიბჭე“ ადამიანების ტანჯვისა და სიღარიბის სიმბოლოა. ამ მოთხრობის მიხედვით ცნობილმა იაპონელმა რეჟისორმა აკირა კუროსავამ ეკრანიზაცია "რასიომონი" გადაიღო, რომელმაც ოსკარის ჯილდო მოიპოვა. რიუნოსკე აკუტაგავას ცნობილი მოთხრობა უსიერ ტყეში, რომელიც შესულია ჟურნალ The Telegraph-ის 2014 წლის სიაში, სახელწოდებით „ყველა დროის 10 უდიდესი აზიური ნოველა“.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები