სახლი დომინიკისთვის
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
70
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ვიქტორია ამელინა
გამომცემლობა
სიესტა
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
„სახლი დომინიკისთვის“ 37 წლის ასაკში ტრაგიკულად დაღუპული უკრაინელი მწერლის, ვიქტორია ამელინას რომანია. 2023 წლის 27 ივნისს ვიქტორია კრამატორსკის კაფე „რია პიცაში“ სადილობდა, როცა კაფეს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ გაშვებული „ისკანდერის“ რაკეტა მოხვდა. ამელინა მძიმედ დაიჭრა და სამი დღის მანძილზე სიკვდილს ებრძოდა დნიპროს ერთ-ერთ საავადმყოფოში. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს – 1 ივლისს ვიქტორია გარდაიცვალა. 2017 წელს გამოსული „სახლი დომინიკისთვის“ ამელინას მეორე რომანია. მასში მოთხრობილია ლვოვში მცხოვრები გარუსებული უკრაინული ოჯახის დრამატული მოვლენებით აღსავსე ამბავი, რომელიც, თავად ავტორის აღიარებით, ავტობიოგრაფიულ ელემენტებსაც შეიცავს. რომანში იდენტობის ძიების პროცესი უკავშირდება ქალაქ ლვოვის წარსულს, მის დაკარგულ ებრაულსა და პოლონურ მემკვიდრეობას. მთხრობელად გვევლინება, არც მეტი, არც ნაკლები... პუდელი, სახელად დომინიკი. ეს ხერხი საშუალებას აძლევს ავტორს, მოვლენები სრულიად მოულოდნელი, ხშირად კომიკური კუთხით დაგვანახვოს. თავისი ხანმოკლე სამწერლო კარიერის მანძილზე ვიქტორია ამელინამ არაერთი პროფესიული ჯილდოს მოპოვება მოასწრო, რომელთა შორისაც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჯოზეფ კონრადის სახელობის ლიტერატურული პრემია.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები