ჯემალ ქარჩხაძის ფორუმი - 2025/4
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
122
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
კრებული
გამომცემლობა
ქარჩხაძის გამომცემლობა
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
სამეცნიერო კრებული წარმოადგენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოლაბორაციის შედეგს, რაც მიზნად ისახავს ქართული კულტურის და ინტელექტუალური ველის ფილოსოფიური, ლიტერატურული, კულტურის მეცნიერული და სოციალურ-თეორიული პერსპექტივიდან შესწავლას. კრებულის თემატიკა შეეხება თავისუფლების იდეის გადამუშავებას ქართველ მწერლებთან, ფილოსოფოსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან, რომელთა ნააზრევში ასახულია ისტორიულ-კულტურულ კონტექსტში ამ იდეის დატვირთვა და გავლენა ქართული საზოგადოებრივი სივრცისთვის. კვლევითი აქცენტი დასმულია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა სოციალური თანასწორობა, ქალთა თანასწორობა, პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთმიმართება, თავისუფლების ლიტერატურული ასახვა, მითოსური ცნობიერების და თავისუფლების ურთიერთმიმართება, თავისუფლების როგორც ფილოსოფიური კონცეპტის ისტორიულ-სისტემური ანალიზი და ა.შ. კრებულის ძირითადი მოტივია თავისუფლების, როგორც ფენომენის, მრავალშრიანი შინაარსის ჩვენება ქართველ მოღვაწეებთან, რომელთაც ისტორიულად დიდი როლი იქონიეს თავისუფლების იდეის დამკვიდრებასა და განვითარებაზე ქართულ სააზროვნო სივრცეში და შეძლეს შეექმნათ ორიენტირი სოციალურ და სამართლებრივ სისტემებზე, ძალაუფლებრივ სტრუქტურებზე და კულტურულ ნორმებზე ნორმატიული მსჯელობისთვის და ზოგ შემთხვევაში, სათავე დაუდეს საზოგადოებრივ მოძრაობებსაც.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები