მხოლობითი რიცხვი
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
40
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
თამთა დოლიძე
გამომცემლობა
ინტელექტი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
„რთულია, ერთი წიგნის ამბავი ორ აბზაცში ჩაატიო და მკითხველიც დააჯერო, რომ წიგნს გულგრილად არ ჩაუაროს. მით უფრო, როცა ეს წიგნი პოეზიაა. „მხოლობითი რიცხვი“ ძალიან ჰგავს ავტორს. თამთა დოლიძე მხოლობითი რიცხვის პოეტია. ტექსტებთან მიმართებაში, თითქოს „ჩამოვწერეთ“ სიტყვა – გულწრფელობა, მაგრამ თავად პოეზიამ შეინარჩუნა ამ ალალ-მართალი მდგომარეობის აუცილებლობა და გულის ამაჩქროლებელი ამბის მოთხოვნილებაც. თუმცა, ამ მდგომარეობასა და ბანალურობას შორის ძალიან მყიფე და სახიფათო საზღვარია. როგორც უკვე გითხარით, თამთა მხოლობითი რიცხვის პოეტია და მის ლექსებში არსად იგრძნობა დარიჩინის ზედმეტი გემო და სურნელი. ამ წიგნში ბევრი რამ იქცევს ყურადღებას. ავტორი ახერხებს ერთდროულად იყოს ნაცნობიც და მოულოდნელიც. ის არაფერს ამტკიცებს, არც მორალისტია, არც ვინმეს გაკეთილშობილება დაუსახავს მიზნად. რაც დაინახა და იგრძნო, ცდილობს, კარგი პოეზიით გვითხრას. წერს იმაზე, რასაც ადამიანები ვერ ვაგვარებთ ერთმანეთთან, ვერ ვეგუებით, რაც გამოვცადეთ, რის გაზიარებაც მკითხველისთვის მოგვინდა პირდაპირ თუ ირიბად. კითხულობ და გჯერა, გრძნობ და გესმის, მის პოეზიას ენდობი. ეს თამთა დოლიძის პოეზიის უპირატესობაა.“ – ნატო ინგოროყვა
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები