მეფობის ფასი
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
59
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
საბა აბესაძე
გამომცემლობა
საბა აბესაძის წიგნები
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
წარმოიდგინე რომ დაიბადე სამეფოში, სადაც მახვილით სწერენ კანონებს და სიცოცხლის ფასი სიტყვაზე ნაკლებია. შენი გზა ბედისწერამ კი არ განსაზღვრა, არამედ შურისძიებამ, სიყვარულმა და დაუნდობელმა ბრძოლამ. ეს არის ისტორია ძალაუფლებისა და ღალატის, რომელიც ცივილიზაციების გადაკვეთაზე ვითარდება, სადაც მეფეები ერთ დღეს იბადებიან და მეორე დღეს სისხლში იხრჩობიან. ეს წიგნი გასწავლით, რომ ისტორია მხოლოდ მომხდარ ფაქტებს არ ასახავს, ის ადამიანების ვნებებს, ოცნებებსა და უმოწყალო არჩევანს ეფუძნება. წიგნი რეალურ ისტორიაზეა, რომლის ძირითადი მოვლენები იბერიასა (დღევანდელ საქართველოში) და სომხეთში მიმდინარეობს, ნაწარმოებში საუბარია პირველი საუკუნის მდგომარეობაზე, როდესაც ერთმანეთს პართია და რომი უპირისპირდებიან და მათი ბრძოლის სადავე ტერიტორია სომხეთი ხდება. სწორედ მაშინ ერთვება საქმეში ქართლი (იბერია), იკავებს ხსენებული ტერიტორიის ტახტს და იქ ქართველი მეფდება. ამის შემდეგ ჩნდება მთავარი პერსონაჟი რადამისტი, რომელიც მამის დაცვითი პოლიტიკის გამო უკმაყოფილოა, უნდა ცვლილებები მოახდინოს და ის შესაძლებლობები სრულიად გამოიყენოს, რაც იმ დროის იბერიას ჰქონდა. რადამისტი მამის დავალებით სომხეთში მიემგზავრება, რათა ტახტი დაიკავოს, სადაც ბიძამისთან (მითრიდატე) მოუწევს დაპირისპირება, როდესაც მას დაამარცხებს გარკვეული დროის განმავლობაში უცნობია რა ბედი უწია მითრიდატესა და მის ცოლ-შვილს. რადამისტი მიზანს მიაღწევს, სომხეთის მეფე გახდება, მაგრამ მისდა საუბედუროდ სწორედ მაშინ, როცა გამარჯვებას ზეიმობს მისთვის ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი ადამიანი კვდება, საყურადღებოა ერთი ფაქტი, ეს არ იქნება უბედური შემთხვევა.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები