პარიზის ქართული სიზმრები
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
104
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
დათო ტურაშვილი
გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
„პარიზის ქართული სიზმრები“ მოკლე ჩანაწერების კრებულია. ამ ჩანაწერებში ავტორი იხსენებს იმ ცნობილ თუ უცნობ ქართველებს, რომლებიც, სულხან-საბა ორბელიანიდან მოყოლებული, ბედმა საფრანგეთთან და პარიზთან დააკავშირა. საკუთარი სამშობლოდან მცირე თუ განუსაზღვრელი დროით წასულ ქართველებს მუდამ თან სდევდათ ნოსტალგია და სიზმრები, რომლებიც მშობლიურ მიწას და მის მომავალს უტრიალებდა; და ამას თვით მარადიული ქალაქის მშვენიერებაც ვერ ერეოდა. ცნობილ „პარიზელ ქართველებზე“ და, ზოგადად, ემიგრანტებზე თავმოყრილ მოკლე ამბებს სამშობლოში დაბრუნების სურვილისა და ნოსტალგიის გარდა „ძმობის, ერთობისა და თავისუფლების“ ქვეყანასთან დაახლოების, მათი იდეალების საკუთარ იდეალებად ქცევის ჯიუტი სურვილი აერთიანებს – სწორედ ის, რითაც სულხან-საბა და მისი გზის გამგრძელებელი ერის სახელოვანი შვილები იყვნენ გამსჭვალულები.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები