მისტერიები
რეიტინგი
4.2 / 5
ნახვა
2080
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
კნუტ ჰამსუნი
გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა
წიგნის ფორმატი
ხმოვანი
ანოტაცია
მე-19 საუკუნის მიწურულს გამოქვეყნებულ ამ ფსიქოლოგიურ, მოდერნისტულ რომანში – „მისტერიები“ მე-20 საუკუნეში ფართოდ გავრცელებული ფილოსოფიური შეხედულებები იჩენს თავს. ესაა რომანი ადამიანის შინაგან კონფლიქტებზე და მის ადგილზე გარესამყაროში, რომლის მთავარი პერსონაჟი – არაორდინალური, გაორებული და მარტოსული ნაგელი სიყვარულის მუდმივი, დაუსრულებელი მისტერიითაა შეპყრობილი. ცნობილი ნორვეგიელი მწერალი, 1920 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი კნუტ ჰამსუნი (პედერსენი) ქართველი მკითხველისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ავტორია. იგი 1859 წელს, სოფელ ჰამსუნდში, ხელმოკლე გლეხის ოჯახში დაიბადა. როგორც მწერალს, აღიარება ჰამსუნს პირველმა რომანმა, 1890 წელს გამოცემულმა „შიმშილმა“ მოუტანა. 1892 წელს კი გამოვიდა მისი მეორე რომანი – „მისტერიები“, რომელსაც კრიტიკოსები მწერლის საუკეთესო ნაწარმოებად მიიჩნევენ.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები