ჯეიკობის ოთახი
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
319
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ვირჯინია ვულფი
გამომცემლობა
პალიტრა L
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
„ჯეიკობის ოთახი“ ერთდროულად არის და თან არ არის ჯეიკობ ფლანდერსის შესახებ. ჯერ პატარა ბიჭი, რომელიც სანაპიროზე თამაშობს, მოგვიანებით ახალგაზრდა ყმაწვილი, რომელიც კემბრიჯში მიემგზავრება, ბოლოს, ზრდასრული კაცი, რომელიც მოგზაურობისას ეძებს საკუთარ თავს — ყველა ამ სახეს, თითოეულ ამ ეპიზოდს პროტაგონისტის ცხოვრებიდან, თითქოს ყოველთვის აკლია რაღაც — ყველაზე მთავარი, მაგრამ ამოუხსნელი და დაფარული. დროდადრო მთხრობელი ცდილობს, სხვების, დამკვირვებლების პერსპექტივას დააღწიოს თავი და ობიექტურად შეაფასოს ჯეიკობი. ერთ-ერთი ასეთი მცდელობისას თავადვე აცნობიერებს ამ გადაწყვეტილების, შესაბამისად, ზოგადად, ადამიანების მიუკერძოებლად, ზუსტად დახასიათების აბსურდულობას და ჯეიკობის აღწერას ასე აბოლოებს: „ყველა ფუჭ გარჯას შორის მისი თვისებების ამგვარი ჩამოთვლა იყო ამაოზე ამაო. ერთადერთი სიტყვაც კი იკმარებდა, მაგრამ ვინ იპოვიდა ამ სიტყვას?“
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები