მიწიერი
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
71
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ნიკოლოზ თოფურიძე
გამომცემლობა
ნიკოლოზ თოფურიძის წიგნები
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
„მიწიერი“ არის ფილოსოფიური ეპიკური პოემა ადამიანის ბედზე, სინდისსა და გამოსყიდვაზე. ამბავი მოგვითხრობს ობოლი ბავშვის ტრაგედიას, რომელიც ყაჩაღთა ხელში იზრდება და შეისწავლის მკვლელობის ხელობას მანამ, სანამ ცხოვრება მას სხვა გზაზე არ დააყენებს - იგი გაიცნობს ბერ არჩილს, რომლის მფარველობაშიც პირველად ეცნობა რწმენას, ფილოსოფიას და საკუთარ შინაგან ხმას. მოგვიანებით, ოსტატის მკაცრ სასწავლებელში, ბიჭი კვლავ თავიდან ყალიბდება როგორც მეომარი. ყოველი ახალი ცხოვრების თავი, მისთვის თავიდან დაბადება და საკუთარი თავის ძიების დიდი ნაწილია. ცხოვრების გზაზე მას ხვდება ძმობა, ორთაბრძოლა, სიყვარული, დანაკარგი და პასუხისმგებლობა სხვების წინაშე. თუმცა, ყველაზე მძიმე ბრძოლა ობოლის შინაგან სამყაროში მიმდინარეობს - ადამიანსა და მხეცს შორის. პოემა სვამს მთავარ კითხვას: შეიძლება თუ არა სისხლით, სიავით გაზრდილმა კაცმა სინდისით იცხოვროს? არის თუ არა ბედი წინასწარ გაწერილი, თუ ადამიანი თავად ქმნის საკუთარ გზას? სახელი „მიწიერი“ სწორედ იმას აღნიშნავს, თუ როგორ ცდილობს ადამიანი მიწიერ სიბნელეში იპოვოს სულიერი ჭეშმარიტება.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები