აილინი
რეიტინგი
3.6 / 5
ნახვა
212
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ოტესა მოშფეგი
გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
შობის დღეებს არავითარი სიხარული არ მოაქვს აილინ დანლოპისთვის – ახალგაზრდა მარტოხელა ქალისთვის, რომელიც მდივნად მუშაობს მოზარდი ბიჭების კერძო გამოსასწორებელ დაწესებულებაში, ცხოვრობს ლოთ მამასთან ერთად და ოცნებობს, გაიქცეს დიდ ქალაქში, რომელიც მის ფანტაზიებში ცოცხლობს. აილინის დღეები სავსეა სევდით, ნაღველით და საკუთარი თავის ზიზღით, ღამეები კი – წვრილმანი ქურდობით, უცნაური ფანტაზიებით და მამის შეშლილი საქციელით. „მურჰედში“ მოდის ახალგაზრდა ქალი – რებეკა სენტ-ჯონი. აილინი მოიხიბლება მისით და მათი მეგობრობა გადაიზრდება სახიფათო დანაშაულებრივ თამაშში, რომელიც აილინის ყველაზე თამამი წარმოდგენების ფარგლებსაც კი სცილდება. ამბავს გვიყვება ხანდაზმული აილინი, იხსენებს წარსულს, თავისი უღიმღამო, უსიხარულო ცხოვრების უკანასკნელ დღეებს იმ ცივ, პირქუშ ქალაქში.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები