დოფამინი

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

7

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

ანოტაცია

"ეს არ არის წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო. ეს არის წიგნი, რომელიც უნდა გადაყლაპო და მერე დაელოდო, როდის დაიწყებს შენს ძარღვებში მოქმედებას. აქ ბავშვობის ტრავმები კოკაინის ხაზებს ერევა, ხოლო ეკლესიის კიბეებზე დატოვებული ნაფეხურები — საკუთარი დედის მკვლელობის სურვილს." DOPAMINE 80 ცალი! და მეტი არც იქნება! იმიტომ არა, რომ ქაღალდი დამენანა. იმიტომ, რომ ეს წიგნი ყველასთვის არ არის. „იცით, სად ამოვყავით თავი? ნამდვილ ციფრულ საოცრებათა ქვეყანაში, სადაც რეალობა მხოლოდ მაშინაა ვალიდური, თუ მას კარგი ფილტრი ადევს. დღეს მილენიალები და „ჯენ-ზი“თაობა ერთმანეთს გემოვნებაზე კი არ ედავებიან, არამედ ონლაინ ეგზისტენციალურ ომებს მართავენ. ერთი მხარე „სკინი“ჯინსებს მისტირის, მეორე —90-იანების უგემოვნობას „ესთეტიკად“ ასაღებს. ეს ყველაფერი კი პოდკასტების გაუთავებელ ნიაღვარსა და სთენდაფ-კომედიის სარკასტულ სოუსშია ჩათქვეფილი. აღიარეთ, საოცარ დროს მოვესწარით, არა? წარმოუდგენელი იქნება ჩვენი შვილებისთვის იმ პრეისტორიული ხანის გახსენება, როცა მობილური ტელეფონი თვალით არავის ენახა. ახლა ჩვენ გვიკვირს, როგორ ახერხებდნენ ადამიანები გადარჩენას მაშინ, როცა ერთმანეთს ნამდვილ, მელნით ნაწერ წერილებს უგზავნიდნენ და პასუხს კვირაობით ელოდნენ "დასინვის" გარეშე... მართლაც ეპიკურ ჟამს მოვესწარით — ჩვენ ვართ თაობა, რომელმაც იცის ფურცლის სურნელიც და „Cloud“-ში შენახული მოგონებების ფასიც.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-532-03-0
გამომცემლობამერაბ ზურაბაშვილის წიგნები
გვერდები150
გამოცემის წელი2026