დროის ენერგია II

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

4

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ყოფითი პირობების ერთსახოვნების უცვლელობა დროდადრო, წონასწორობის დამრღვევი გუნება-განწყობილებისა და მოუსვენრობის მოქმედებათა საპასუხოდ თანაფარდობის დამკნინებელი, მკაფიოდ დასანახი რეალობაა. ემოციური დამოკიდებულებანი, არცთუ იშვიათად, ყოველდღიური ერთგვაროვნებისადმი გრძნობათა უღიმღამო შემპასუხებელნი, უნიათოდ შუამავლობს შინაგან-გარეგანი სასიცოცხლო ენერგიათაშორისო მიმოქცევებს, თანაც, რეგულარული ქმედებების განმეორებად დამორჩილებას კვალდაკვალ მოსდევს: სულიერი შფოთვა, დისკომფორტის შეგრძნება, შინაგანი სიმტკიცის მოშვება და ისეთი ფსიქიკური აშლილობა, რომელსაც თან სდევს მოდუნებასთან ერთად შფოთვა, წუხილი, დაძაბვა, მოუსვენრობა და სიმხნევის დაკარგვა. ამიტომ მედგრად და ჯანსაღად რომ გამოვიყურებოდეთ, უნდა ვეცადოთ უმნიშვნელო წვრილმანებთანაც კი გაწონასწორებული მიდგომა. ამგვარი წინაპირობის დაცვა ემოციური მდგრადობის გამომმუშავებელი და საიმედოობის ურყევი მახასიათებლის განმტკიცებაა. და განვიმტკიცებთ მაშინ, როდესაც ნებისმიერ საქმიანობას თერაპიული ხასიათის დანიშნულებას მივცემთ. ამ მიზნით რამდენიმე გასათვალისწინებელი მითითებაა გასაწაფი, რათა უზრუნველვყოთ ჯანსაღი ყოფითი დონის ამაღლება და მისი შენარჩუნება. თავდაპირველად, ჩვენი აღნაგობა რომ წარმოსადეგად და ჯანსაღად გამოიყურებოდეს, ორგანიზმის მობილიზების ხელშეწყობა და დამცავი ძალების შეგულიანება დაგვჭირდება. წიგნის დასაწყისშივე შემოგთავაზებთ ზემოთქმულის ასრულებისთვის რამდენიმე მეთოდს. არჩეული დავალების შესრულებისას ეცადეთ, არ იჩქაროთ, განსაკუთრებით შიაცუს (ია - პონური თერაპიის მეთოდის) გამოყენების დროს. წიგნში აგრეთვე აღწერილია მეცნიერ-მკვლევართა მრავალწლიანი სამედიცინო გამოკვლევები. მაგალითად, ჩვენი ხასიათის უშუალო კავშირი დაავადებებთან, ანუ თავად ადამიანი როგორ ირჩევს ამა თუ იმ დაავადებას. ამასთან, გაეცნობით, თუ რატომ არის აუცილებელი გრძნობითი ორგანოების მოთხოვნილებათა ჭირვეული თავისებურებების გაკონტროლება, გაეცნობით რაციონალური კვების თავისებურებებს, თუ რატომ არის საჭირო საკვების შეთავსებადობის ცოდნა. კვების განსაზღვრული წყობის გარდა, თანმიმდევრობით არის აღწერილი გარეგნობისთვის მიზანშეწონილი სავარჯიშოების ერთობლიობა, მარტივი და ხელმისაწვდომი, პროფ. კაცუზო ნიშის ჯანმრთელობის სისტემის მიხედვით. ბოლო ნაწილში შემოგთავაზებთ წინასწარმეტყველთა მიერ ახსნილ, სიზმრის სახით გამოგზავნილი მინიშნებების შესაბამის განმარტებებს. თუკი აღნიშნულ ნორმებს ყოველთვის გაითვალისწინებთ, ასევე გაიწაფებით ქვემოთ ჩამოთვლილ ჩვევებში, მიღწეულით შეიძენთ მაღალი საზოგადოებისთვის მისაღებ ხიბლს, ლაზათს და საუცხოო გარეგნობას. ამიტომ ნუ გამიჯნავთ დროის ენერგიის კარნახს საყოველდღეო რუდუნის გამო. შემონაქმედი იქმნებოდა წმინდა მიწაზე ვაჟა პაპიძე

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობავაჟა პაპიძის წიგნები
გვერდები133
გამოცემის წელი2015