ოთარაანთ ქვრივი, პარალელური წიგნი
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
14
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ნოდარ ლადარია
გამომცემლობა
ინტელექტი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ნოდარ ლადარია ამ ტექსტში ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივს“ მიჰყვება კვალდაკვალ და ასე ქმნის პარალელურ წიგნს. სასკოლო პროგრამაში შემავალი ნაწარმოებები ქართული ლიტერატურის ყველაზე უფრო ხშირად განხილული ტექსტებია. ერთი შეხედვით, რთული უნდა იყოს მათზე კიდევ რაიმე ახალი ითქვას. თუმცა, გააჩნია, ვინ მოჰკიდებს ამ საქმეს ხელს და რა ამოცანას დაისახავს – მხოლოდ კრიტიკასა და განხილვას, თუ პარალელური, ენობრივი გამომსახველობით უნიკალური წიგნის შექმნას, რომელშიც ის, ერთი მხრივ, მკითხველს გაუხსნის ტექსტის საიდუმლოებებს, მეორე მხრივ კი, დიალოგს გამართავს ნაწარმოების ავტორთან, როგორც დემიურგთან, „შესაქმის“ პროცესი კიდევ უფრო ახლოს რომ მივიდეს მკითხველის გულამდე.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები