ტირანია: XX საუკუნის 20 გაკვეთილი
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
26
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ტიმოთი სნაიდერი
გამომცემლობა
ზიარი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ეს წიგნი ფორმატითაც და შინაარსითაც განსხვავდება სნაიდერის სხვა წიგნებისაგან. ის 2016 წლის დეკემბერში დაიწერა, აშშ-ში პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ, როდესაც ავტორმა ჩათვალა, რომ ამერიკის დემოკრატიას საფრთხე ელოდა. მასში სნაიდერმა გააანალიზა წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა XX საუკუნის ისტორიის შესახებ და თანამემამულეებიც, და ჩვენ ყველანიც, გააფრთხილა, არ დაევიწყათ ისტორიის გაკვეთილები და მოფრთხილებოდნენ თავიანთ რესპუბლიკასა და დემოკრატიას. ოცი გაკვეთილი თუ ქმედება, რომლებსაც ავტორი მოქალაქეებს ურჩევს დემოკრატიისა და თავისუფლების დასაცავად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საქართველოსათვის, სადაც დემოკრატიასა და თავისუფლებას რთული დრო უდგას. სნაიდერის წიგნი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რატომ არის დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვა თითოეული ჩვენგანის საქმე და რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა მტკიცედ დაადგეს დემოკრატიისა და თავისუფლების გზას.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები