გზა შუქურისკენ

რეიტინგი

4.5 / 5

ნახვა

14041

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ვირჯინია ვულფი (1882 –1941) XX ს.-ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მწერალი მოდერნისტი, ცნობილ ინტელექტუალთა, "ბლუმსბერი ჯგუფის" დამფუძნებელი. ჯეიმს ჯოისის კვალდაკვალ იგი პირველთაგანია, ვინც შეიმუშავა და გამოიყენა "ცნობიერების ნაკადის" სტილი ლიტერატურაში. სწორედ ამ ინოვაციური ხერხის გამოყენების ბრწყინვალე ნიმუშია რომანი "გზა შუქურისკენ", რომელიც პირველი მსოფლიო ომის წინა და შემდგომი პერიოდის ზედა საშუალო კლასის ინგლისელი ოჯახის, რემზების ცხოვრებას ეძღვნება. მოქმედება ვითარდება ჰებრიდის კუნძულებზე, ცნობილი მეცნიერის, მისტერ რემზისა და მისი მეუღლის აგარაკზე – მათი მრავალრიცხოვანი სტუმრების დიდი მიზიდულობის ცენტრში. მწერალი საოცარი ოსტატობით და სიფაქიზით ქარგავს ადამიანების ურთიერთობების, ცოლისა და ქმრის, მშობლებისა და შვილების, მამაკაცისა და ქალის მარადიული კონფლიქტის, მათი განცდების, სიყვარულის, სიძულვილის, ტრაგედიის სურათებს და ქმნის მათივე თვალით დანახული სამყაროს წარუშლელ ხატებს. რომანი "გზა შუქურისკენ" ლირიკული პროზის შედევრია. მისი ზოგიერთი მონაკვეთი ჭეშმარიტად შეიძლება მივიჩნიოთ პოეზიად პროზაში. შეუძლებელია, რომანმა გულგრილი დატოვოს ლიტერატურის მოტრფიალე მკითხველი.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-23-286-2
გამომცემლობასულაკაურის გამომცემლობა
გვერდები278
მთარგმნელილელა დუმბაძე
გამოცემის წელი2015