შიზოგადოება

რეიტინგი

4.8 / 5

ნახვა

16184

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

ინტელექტი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

„მეკითხებიან: რატომ წერ? და ამ კითხვასა და ჩემს სხეულს შორის აღმართულ პუნქტუაციის კუზიან უფსკრულს შიშით ჩავყურებ“, – ეს „ძალიან პაატა შამუგიას“ დღევანდელი სიტყვებია, გუშინ, მისივე თქმით, „ცოტათი პაატა შამუგია“ რომ იყო და კაცმა არ იცის, ხვალისთვის რას გვიმზადებს, რას უნდა ველოდეთ ამ თამამი ექსპერიმენტების მოყვარული პოეტისგან, რომელიც საღამოობით ანკესს მოიგდებს ხოლმე ზურგზე – მიდის მდინარეზე და თევზაობს მეტაფორებზე, სიმბოლოებზე, ალეგორიებზე, სხარტ ეპითეტებზე, ზორბა ჰიპერბოლებსა და ზუთხივით მეტაფორებზე. ენობრივი თამაშები, კომიკურის და ტრაგიკულის ოსტატური სინთეზი – პაატა შამუგიას სახასიათო სტილი და პოეტიკა ამ წიგნშიც გრძელდება. თუმცა, „შიზოგადოება“ ავტორის წინამორბედი კრებულებისგან თვისებრივად განსხვავებულია. ამ განსხვავებას მკითხველი თავად ნახავს, როცა წაიკითხავს და „შიზოგადოების“ სრულუფლებიან წევრობას მოიპოვებს.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-458-11-8
გამომცემლობაინტელექტი
გვერდები96
გამოცემის წელი2014