მინიატურები 2

რეიტინგი

4.6 / 5

ნახვა

11213

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

გიორგი კეკელიძის პოეზია განსაკუთრებით გამოირჩევა ტექსტის მეტაფორული, სახეობრივი სტრუქტურით, ტროპული ნაირფეროვნებით, რომელიც იმდენად ზუსტია, რომ მკითხველის წარმოსახვაში ერთგვარად მულტიპლიკაციური კადრების სახით ცოცხლდება. ამდენად, განსაკუთრებით საინტერესოა მისი პოეზიის მხატვრობის საშუალებით გამოხატვის ცდები. ამ შემთხვევაში მკითხველს საშუალება ეძლევა თავისი წარმოდგენა შესანიშნავი მხატვრის, მაი ლაშაურის ინტერპრეტაციებს შეადაროს. წიგნების სერია “მინიატურები” ქართველი პოეტის, გიორგი კეკელიძისა და მხატვრის, მაი ლაშაურის ერთობლივი პროექტია, რომელშიც პოეზია და მხატვრობაა გაერთიანებული. გთავაზობთ მინიატურების მეორე წიგნს, რომლის საშუალებითაც მკითხველს თუ მნახველს საშუალება ეძლევა კიდევ ერთხელ ისიამოვნოს წარმოსახვის, ინტერპრეტაციის, მეტაფორების, სიტყვებისა და ფერების საინტერესო თამაშით.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობა"საბას" წიგნები
გვერდები49
გამოცემის წელი2015