კანფეტი

რეიტინგი

4.6 / 5

ნახვა

6622

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

სიესტა

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

გამომცემლობა „სიესტამ“ ახლახან სერიით „თანამედროვე ქართული პროზა“ გამოსცა ოთარ ჯირკვალიშვილის მოთხრობების კრებული „კანფეტი“. ეს ავტორის სადებიუტო წიგნია, თუმცა ბევრი სადებიუტო წიგნისაგან განსხვავებით მას ნაჩქარეობის და უმწიფარობის კვალი არ ატყვია. ჩანს, რომ ამ კრებულისკენ საკმაოდ დიდი ხანი მიდიოდა ავტორი - საკუთარი ხელწერის ძიება, თემების თუ კონცეფციების მოსინჯვა და ამავე დროს მათგან გაქცევის მცდელობები, შერჩეული ტექსტების წიგნში კომპოზიციურად დალაგება - ეს ყველაფერი ცალსახად იგრძნობა ოთარ ჯირკვალიშვილთან. მე ეს ავტორი წიგნში შესული ყველაზე ვრცელი მოთხრობით, „კანფეტით“ გავიცანი, როგორც „ახალი საუნჯის“ მთავარმა რედაქტორმა. მარტივად რომ ვთქვათ, ეს მოთხრობა მწარე სატირა იყო ფანატიზმზე, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ რთულად აწყობილ ტექსტს წარმოადგენდა, თავისი რეფლექსიებით, ფილოსოფიური, რელიგიური, სამედიცინო თუ პუბლიცისტური ენების და შესაბამისად, რიტორიკათა ირონიული ურთიერთმონაცვლეობით, გამოკვეთილი სიუჟეტური ხაზის არარსებობით და ა.შ. ანუ, თავისთავად, ეს ტექსტი იყო ეპატაჟური, მაგრამ ეპატაჟის მუდმივად თანამდევი ვულგარული ნიშან-თვისებები ჩამოცილებული ჰქონდა სწორედ იმით, რომ ავტორი ახერხებდა სოციალური სატირის წმინდა ლიტერატურულ სივრცეში ჩაძირვას. შეიძლება სწორედ ამიტომაც მოხდა, რომ ჟურნალში მის დაბეჭდვას მოსალოდნელი ვნებათაღელვანი არ მოჰყოლია. რიგითი მკითხველისათვის ამ მოთხრობას ეპატაჟური მიმზიდველობა არანაირად არ ახასიათებს, პირიქით, მისთვის იგი ალბათ რაღაცნაირად უსახური, უგემური, დამღლელი და ბუნდოვანია. და ეს მხოლოდ ამ კონკრეტულ მოთხრობას კი არ ეხება, არამედ მთელ წიგნსაც. ოთარ ჯირკვალიშვილი არ წერს და არც უნდა, რომ წეროს ლიტერატურა, რომელიც „ერთი ამოსუნთქვით იკითხება“. მისი ტექსტების წასაკითხად, მეტაფორულად რომ ვთქვათ, ბევრი ამოსუნთქვის გაკეთებაა ხოლმე საჭირო.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN9789941443619
გამომცემლობასიესტა
გვერდები208
გამოცემის წელი2015