ილიადა
რეიტინგი
4.8 / 5
ნახვა
20490
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ჰომეროსი
გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
„თანამედროვე მსოფლიო კარგად იცნობს მხატვრული ლიტერატურის ე. წ. „კანონს“, ანუ იმ დიადი წიგნების ჩამონათვალს, რომელთაც გადამწყვეტი და წარუშლელი გავლენა მოუხდენიათ დასავლურ კულტურაზე... როგორც უნდა აიგოს „თავისუფალ ხელოვნებათა“ კონცეფციაზე დაყრდნობილი „ლიტერატურის კანონი“, ვინც უნდა ჩამოწეროს დიად ნაწარმოებთა და ავტორთა სია, რომელ კულტურასაც უნდა ეკუთვნოდეს ამ სიის ინიციატორი, რომელ ენაზეც უნდა წერდეს და რომელ კონტინენტზეც უნდა მოღვაწეობდეს, რომელ უნივერსიტეტშიც უნდა შეუდგნენ მხატვრული ლიტერატურის შესწავლას, მაინც ვერავინ ვერ აუვლის გვერდს პირველ ევროპელ ავტორს, მსოფლიო პროფესიული ლიტერატურის ფუძემდებელს და გენიალურ პოეტს, ჰომეროსს. იგი ამგვარ სიაში, როგორც წესი, პირველია. ჰომეროსმა შექმნა გალერეა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული გმირებისა, რომლებიც მოულოდნელი და იდუმალი ბმებით ერთიან ანსამბლს ქმნიან. პოეტი მათ ხატავს როგორც მუსიკალურ ინსტრუმენტებს, რომლებიც სხვადასხვა ხმას გამოსცემენ, მაგრამ ერთად აჟღერებულნი თანახმიანობას, სიმფონიას ქმნიან.“ ლევან ბერძენიშვილი
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები