დაფლული გოლიათი

რეიტინგი

4.5 / 5

ნახვა

8837

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

პალიტრა L

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ლიტერატურის ბრიტანელი კრიტიკოსები ერთხმად აღნიშნავენ, რომ მე-20 საუკუნის „ყველაზე ინგლისური რომანი“ იაპონელმა დაწერა და ეს მწერალი კაზუო იშიგუროა! კაზუო იშიგურომ წერა 1981 წლიდან დაიწყო და აქედან მოყოლებული მისი შემოქმედება მუდამ ყურადღების ცენტრშია. 33-წლიანი ლიტერატურული კარიერის განმავლობაში დაგროვილი მონაგარია არაერთი პრესტიჟული პრემია თუ პრიზი; მისი რომანები თარგმნილია 30 ენაზე; განხორციელდა რამდენიმე ნაწარმოების ეკრანიზაცია. „კაზუო იშიგურო საუკეთესო რომანისტია, შესაძლოა საუკეთესოც ჩვენს თაობაში... მისი რომანები რჩება შენთან, წაკითხვიდან დიდი ხნის შემდეგაც კი“... – The Globe and Mail. „დაფლული გოლიათი“ სწორედ ის ნაწარმოებია, რომელსაც შეუძლია მკითხველი წაკითხვის შემდეგაც არ „გაუშვას“ – მასზე ფიქრი უარს აცხადებს შენგან წასვლაზე, გაიძულებს, დაუბრუნდე ისევ და ისევ... იშიგურო არ ერიდება მნიშვნელოვან თემასთან შეჭიდებას და ამით მკითხველის მონუსხვას – ამის მისაღწევად კი ისეთი „ინსტრუმენტების“ გამოყენებას, როგორიც მითები, ისტორიები და ფანტასტიკაა“. – The New York Times Book Review. „ეს სევდიანი, ელეგიური ისტორიაა... ოცნებისეული მოგზაურობა... მარტივად საკითხავი, ძნელად დასავიწყებელი“... – ლიდია მილეთი, მწერალი. „ეს არის ყველაზე ამბიციური, სარისკო და უცნაური ამბავი, რაც იშიგურომ თავისი 33-წლიანი კარიერის განმავლობაში გამოაქვეყნა“. – The New York Times.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობაპალიტრა L
გვერდები368
თარგმანიინგლისურიდან
მთარგმნელიდავით აკრიანი
გამოცემის წელი2015