შენ გადაცურავ ზღვას ან როგორ შევადგინოთ კარგი CV

რეიტინგი

3.6 / 5

ნახვა

11635

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

FinArtGroup

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

თუ თქვენ ფიქრობთ საკუთარ კარიერაზე და გინდათ შეადგინოთ CV, რომელიც გამოგარჩევთ სხვა აპლიკანტებისგან, წიგნი „შენ გადაცურავ ზღვას ან როგორ შევადგინოთ კარგი CV“ დაწერილია თქვენთვის. წიგნში არის ტესტი და სავარჯიშოები, რომლებიც დაგეხმარებათ კარგად გაერკვიოთ საკუთარ თავში, უცხო თვალით დაინახოთ თქვენი მიღწევები, შესაძლებლობები, ძლიერი და სუსტი მხარეები იმისთვის, რომ უკეთ აუხსნათ დამქირავებელს, რატომ უნდა აგირჩიოთ მხოლოდ თქვენ. წიგნი დაგეხმარებათ შეადგინოთ ისეთი CV, რომელიც გახდება თქვენი სავიზიტო ბარათი და ხელს შეგიწყობთ წარმატებული კარიერის გაკეთებაში. წიგნი გახდება თქვენი მეგობარი და მრჩეველი იმის მიუხედავად, თუ კარიერის რომელ საფეხურზე იმყოფებით. ხართ ახალბედა თუ გამოცდილი პროფესიონალი, წიგნი მოგცემთ საშუალებას გახდეთ მეტად თავდაჯერებული და დაინახოთ თქვენი განსაკუთრებული თვისებები, უნარები და შესაძლებლობები, რომლებიც გამოგარჩევთ სხვა ადამიანებისგან და განაპირობებენ თქვენს უნიკალურობას. წიგნის ავტორი, ეკატერინე კაზმარაროვა, გახლავთ ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი. პროფესიონალი, რომელსაც აქვს ბიზნესში მოღვაწეობის ოცწლიანი და უმაღლესი მენეჯმენტის შვიდწლიანი გამოცდილება. წლების მანძილზე ეკატერინე კითხულობდა ლექციებს კავკასიის უნივერსიტეტში და ატარებდა ტრენინგებს. ამჟამად იგი ხელმძღვანელობს ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია „ფინარტგრუპს“. პერსონალის მართვის პროფესიონალები აფასებენ წიგნს, როგორც საჭიროს, ადვილად წაკითხვადს, მოტივაციის შემქმნელს, განსაკუთრებულს, პრაქტიკულს, წიგნს, რომელსაც დიდი წვლილის შეტანა შეუძლია მკითხველის პროფესიულ ზრდაში.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობაFinArtGroup
გვერდები83
გამოცემის წელი2015