ოჯახური გარემო

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

6324

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

წიგნი+ერი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ოჯახი საზოგადოების პირველადი უჯრედი და ერთიანი, ცოც­ხალი ორგანიზმია. მეტად მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანია ოჯახის როლი და ფუნქციები თანამედროვე საზოგადოებაში. ეს წიგნი დაგეხმარებათ, სწორად განსაზღვროთ და გაანაწილოთ როლები და მოვალეობები ოჯახის წევრებს შორის. გიამბობთ ისეთ ცნებებზე, როგორიცაა: მეგობრობა, სიყვარული, ჯანსაღი ოჯახური ურთიერთობები, ურთიერთდახმარება, ზრუნვა ოჯახის შრომისუუნარო წევრებზე და ა.შ. წინამდებარე წიგნი, პირველ რიგში, განკუთვნილია ახალ­დაქორწინებულთათვის. თუმცა, ჩვენი ფიქრით, იგი დააინტერესებს იმ ახალგაზრდებსაც, რომლებიც უახლოეს მომავალში აპირებენ ოჯახის შექმნას. გამოცემა დაეხმარება იმათაც, ვინც უკვე დაიგროვა გარკვეული გამოცდილება ოჯახური ცხოვრებისა, კერძოდ კი, ახალდაქორწინებულთა მშობლებსა და ნათესავებს,­ რომელთა თანადგომა ძალიან სჭირდებათ ახალგაზრდებს,­ რადგან მათ თავდაპირველად უჭირთ ოჯახურ ცხოვრებაში ორიენტირება გამოუცდელობის გამო. ახალგაზრდა წყვილისათვის ამ წიგნზე უკეთესი საჩუქარი ძნელად თუ მოიძებნება, რადგან ეს არის წიგნი-ცნობარი, რომლის საშუალებით ნებისმიერ დროს შეიძლება საჭირო ინფორმაციის მიღება. წიგნის თითოეული განყოფილება ლაკონური და იმავ­დროულად ინფორმაციულად დატვირთულია; ყველა საკითხი დალაგებულია შინაარსისა და მნიშვნელობის მიხედვით, რაც წიგნის მთლიანობაში აღქმას და გამოყენებას აადვილებს.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN9789941934940
გამომცემლობაწიგნი+ერი
გვერდები300
გამოცემის წელი2014