მანანა ანუა (ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე)

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

7714

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

არტანუჯი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

"შორენა ლებანიძის დოკუმენტური რომანი მანანა ანუა – ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე ნაწარმოების მთავარი გმირის ნაამბობს ეფუძნება და ქართულ-აფხაზური ოჯახის ტრაგედიას აღწერს. სინამდვილის მხატვრული გააზრება, პერსონაჟების ფსიქოლოგიის წვდომა და მძაფრი, სულისშემძვრელი ისტორიების სიუჟეტური განვითარება ავტორს საშუალებას აძლევს, მკითხველი 1990-იანი წლების ქართულ-აფხაზური რეალობის უშუალო თვითმხილველად აქციოს. თუმცა გასული საუკუნის მიწურულის სამხედრო-პოლიტიკური პროცესები მხოლოდ ფონად გასდევს წიგნში მოთხრობილ ამბავს. ავტორის მზერა მიპყრობილია აფხაზეთის მთებში ჩაკარგული პატარა სვანური სოფლის, კომანის, ეკლესიისკენ, სადაც დრამატული მოვლენები შემაძრწუნებელი სისწრაფით ვითარდება. მკითხველი ეცნობა ადამიანებს, რომლებიც თავსდატეხილმა უბედურებამ ეკლესიაში გამოკეტა და რომლებიც ბედისწერის მორიგ გამოწვევებს ჯანსაღი ცხოვრებისეული პოზიციით, მაღალადამიანური თვისებებით დაუპირისპირდნენ. დოკუმენტური რომანის რამდენიმე პერსონაჟის ვინაობა, გარკვეული მიზეზების გამო, შეცვლილია. წიგნი გამოიცა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით."

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-463-09-9
გამომცემლობაარტანუჯი
გვერდები226
გამოცემის წელი2015