მერსიე და კამიე. უოთი
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
6361
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
სემუელ ბეკეტი
გამომცემლობა
პალიტრა L
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
სემუელ ბეკეტი (1906–1989) – ირლანდიელი მწერალი, პოეტი და დრამატურგი. წერდა ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. პროზაული და პოეტური ნაშრომების მიუხედავად ბეკეტის სახელი, უპირველეს ყოვლისა, მაინც აბსურდის დრამასთანაა დაკავშირებული. მის სავიზიტო ბარათად ქცეულია 1952 წელს დაწერილი პიესა „გოდოს მოლოდინში“. ბეკეტის მკაცრი, მინიმალისტური შემოქმედება ძირითადად ადამიანური არსებობის მიმართ პესიმისტური დამოკიდებულებითაა ცნობილი. თუმცა ეს პესიმიზმი მის პიესებში ყოველთვის იუმორს უკავშირდება და საბოლოოდ განქიქების სახეს იღებს. 1969 წელს სემიუელ ბეკეტი ნობელის პრემიას იღებს ლიტერატურაში. ბეკეტის მთელ შემოქმედებას თან სდევს ადამიანური არსებობის უაზრობის განცდა. ადამიანი დაბადებიდანვე აბსურდისთვისაა განწირული და ეს ქმნის ტრაგიზმს: „თქვენ მიწაზე ხართ და ამას აღარაფერი ეშველება“.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები