ვალისი

რეიტინგი

4.6 / 5

ნახვა

8547

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

წიგნები ბათუმში

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

„ვალისი“ - ფილიპ დიკის მიერ სიცოცხლის მიწურულს დაწერილი ტრილოგიის პირველი წიგნია. ესაა ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანი გაგიჟების პირას მყოფ ადამიანზე, რომელიც აცნობიერებს, რომ რეალობასთან კავშირს კარგავს.1974 წლის მარტში ფილიპ კ. დიკს ღმერთი გამოეცხადა. იყო ეს ჭეშმარიტი თეოფანია თუ ნარკოტიკებით მოხარშული ტვინის მიერ შეთხზული ჰალუცინაცია? ამის გასარკვევად მწერალმა ფილოსოფიურ-თეოლოგიური ჩანაწერების კეთება დაიწყო. საღი გონების შესანარჩუნებლად ის თავისი მდომარეობის ამხსნელი თეორიების შემუშავებას იწყებს. მასთან ერთად წიგნის სხვა პერსონაჟებიც ცდილობენ გაერკვნენ, რა ხდება მათი მეგობრის თავს. თითოეული მათგანი თავისებურად სცემს პასუხს მთავარ კითხვაზე – რა არის რეალობა? მკითხველს კი სხვა რამ აქვს გასარკვევი: რა არის „ვალისი“ – სამეცნიერო ფანტასტიკის მწერლის მიერ ნაწინასწარმეტყველები ინტერნეტის ერა, შიზოფრენიული გონის მიერ შეთხზული ფანტაზია, თუ დედამიწაზე კაცობრიობის დასახმარებლად ჩამოსული ღმერთის მიერ ნაკარნახევი წმინდა წერილი?

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-467-47-9
გამომცემლობაწიგნები ბათუმში
გვერდები360
მთარგმნელიქეთი ჩართოლანი
გამოცემის წელი2016