მტვრიანი შარაგზის პირას

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

6072

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

ქეთი ტოროტაძე

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

კორა სანდელი ნორვეგიელი მწერალი ქალის, სარა ფაბრიციუსის (1880-1974) ლიტერატურული ფსევდონიმია. მოთხრობების კრებულში "მტვრიანი შარაგზის პირას", რომელიც თექვსმეტი მოთხრობისგან შედგება, ავტორის ყურადღების ცენტრშია ქალი, რომელსაც იმედები დაემსხვრა, მოლოდინი გაუცრუვდა, ცხოვრებაში არ გაუმართლა, ქალი, რომლის ახალგაზრდულ ოცნებებს ფრთები შეეკვეცა, მარტოსული ქალი, რომელსაც ფარ-ხმალი დაუყრია და მორჩილად ბედს შეჰგუებია ან სასოწარკვეთილი ეძებს გამოსავალს. ზოგჯერ პოულობს კიდეც - თავის მოსატყუებლად... კორა სანდელის პერსონაჟების დრამა სოციალურ-ფსიქოლოგიური და ემოციური ხასიათისაა და ხშირად ტრაგიკული კომიზმის სახეს იღებს. ავტორი ირონიულ და სატირულ ტონებში გვიხატავს თავისი პერსონაჟების ცხოვრებას. თემატური თვალსაზრისით კორა სანდელის პროზა საინტერესო უნდა იყოს თანამედროვე ქართველი მკითხველისთვის, რადგან ის თემები და საკითხები, რომლებიც მწვავედ იდგა სანდელის თანამედროვე ნორვეგიასა და ევროპაში, სწორედ ახლაა აქტუალური საქართველოში. მოთხრობების კრებული "მტვრიანი შარაგზის პირას" (მთარგმნელი - ნინო მამისაშვილი) ქართულ ენაზე პირველად 1974 წელს გამოსცა გამომცემლობა "საბჭოთა საქართველომ". ეს კი კრებულის მეორე ელექტრონული გამოცემაა, მნიშვნელოვნად შესწორებული და განახლებული. მეორე გამოცემა შეასწორა და ელექტრონულად გამოსაცემად მოამზადა ქეთი ტოროტაძემ.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-0-9996-0
გამომცემლობაქეთი ტოროტაძე
მთარგმნელინინო მამისაშვილი
გამოცემის წელი2017