ინტერვიუ ვამპირთან

რეიტინგი

4.5 / 5

ნახვა

10961

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

ავტორი

ენ რაისი

გამომცემლობა

წიგნები ბათუმში

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ენ რაისის უკვე კლასიკად ქცეული „ინტერვიუ ვამპირთან“ სწორედ ის ნაწარმოებია, რომელიც არა მხოლოდ ვამპირების არსებობას დაგაჯერებთ, არამედ მასში აღწერილი ისტორიის ნამდვილობასაც. ავტორი მეტად გამომსახველობითად აღწერს არა მხოლოდ საუკუნეების განმავლობაში გადაშლილ ეპოქებს – მე-18 საუკუნის ახალ ორლეანსა და ვიქტორიანული ეპოქის მიჯნასთან მდგარ ევროპას, არამედ ვამპირთა ისტორიასა და კულტურას. ნაწარმოებს სამი მთავარი გმირი ჰყავს: ახალგაზრდა, თუმცა მრავალი წლის ყმაწვილი ვამპირები, ლუი და ლესტატი და ხუთი წლის გოგონა კლაუდია, რომელიც ამ ისტორიის ალბათ ყველაზე ტრაგიკული პერსონაჟია. არიან სხვებიც – სწორედ ისინი, რომლებიც რომანში ღალატს, მტრობას, მეგობრობასა და სიყვარულს თამაშობენ. ამ ნაწარმოების ეკრანიზაცია 1994 წელს გამოვიდა. ნილ ჯორდანის ფილმში მთავარ როლებს ბრედ პიტი, ტომ კრუზი, ანტონიო ბანდერასი და კირსტენ დანსტი ასრულებენ.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-467-69-1
გამომცემლობაწიგნები ბათუმში
გვერდები411
თარგმანიინგლისურიდან
მთარგმნელიარჩილ რაჭველი
გამოცემის წელი2017